ამ გულსაკიდისთვის მე განსაკუთრებული გზა ავირჩიე. არც გავყიდე და არც ვაჩუქე - შემთხვევას მივანდე.
აი ის, პატარა ყუთში, თავის ბედს ელოდება. როგორ ფიქრობთ, რამდენი დრო დასჭირდება, რომ თავისი მფლობელი იპოვოს? ძალიან მაინტერესებს, სად წავა, შეიყვარებენ თუ არა მას და მოუყვებიან თუ არა მის ისტორიას.
თუ კი ოდესმე მოგინდებათ ავტორთან თქვენი აზრების გაზიარება, შეგიძლიათ საკონტაქტო ინფორმაცია ამ საიტის მთავარ გვერდზე იპოვოთ.
სხვათა შორის, ქვა მაღალი ხარისხისაა. 